თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ს სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ბოკუჩავა პროკურატურაში თუ ისიც, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვს გამოკითხვას.