თინა ბოკუჩავა – პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა შედეგს მივაღწიოთ, არის ერთიანობის ჩვენება – იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პარტიები შეძლებენ, გაამართლონ მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა

პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა შედეგს მივაღწიოთ, არის სწორედ ერთიანობის ჩვენება, ერთიანი ფორმატის არსებობა. იმედი მაქვს, რომ შეძლებს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ისევე როგორც პარტიები, გაამართლონ მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებისას მედიასთან განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური ერთიანობა უნდა შედგეს „პრეზიდენტის ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ“.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც საზოგადოების მხრიდან დაკვეთაა, არის ოპოზიციური ერთიანობა და ერთიანობა პრეზიდენტის ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ, ვინაიდან, ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც დარჩა საქართველოში ივანიშვილის არალეგიტიმური, რუსული რეჟიმის პირობებში.
კონსტიტუციის ჩარჩოში დასაბრუნებლად და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციით საზოგადოების მთავარი დაკვეთის კონვერტირება პოლიტიკურ შედეგში. ესაა უპირველეს ყოვლისა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი ს ჩანიშვნა, რომელსაც ჩაატარებს არა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და მისი დანაყოფები სუს-ის, ს თუ ნებისმიერი სხვა უწყების სახით, რომელიც კონტროლდება, არამედ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის და ინსტიტუტების პირობებში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან