თინა ბოკუჩავა – პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე უპირველესად დავსვით ზურა ჯაფარიძის დაკავების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი, ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების აუცილებლობაზე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩ, სთან შეხვედრაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებაზე და რეპრესიებზე ისაუბრეს.
ამასთან, ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩის პოზიციაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების საკითხიც იყო.
„ელჩის პოზიციებზე მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გავიმეორო, ჩვენ რა საკითხები დავსვით – უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზურა ჯაფარიძის დაკავება და ზოგადად, ის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რომელიც არის ანტიეროვნული და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არა მხოლოდ ცივილიზაციურად, ასევე ინსტიტუციურად და გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მთელი ქართული დიპლომატია უნდა მუშაობდეს.
„სამწუხაროდ, „ქართული დიპლომატია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მხოლოდ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მსახურებით არის დაკავებული. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინკის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება