თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 3 თვეში ერთხელ ვერ ჩატარდება – როცა გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს საკითხი არ განიხილება

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები ყოველ სამ თვეში ერთხელ ვერ ჩატარდება – მაშინ როცა გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
ბოკუჩავას თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესი დასრულებულია და “მსჯელობა სერიოზულ თემებზე უნდა დაიწყოს”.
“ეს თემა ყველას მობეზრდა – მათ შორის მობეზრდა ჟურნალისტების უმრავლესობას, ამომრჩეველს. პროცესისგან სიამოვნებას მხოლოდ იღებს და ამ თემებზე მუდმივი პედალირებით ივანიშვილს სიამოვნებას ვერ მივანიჭებთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება