თინა ბოკუჩავა – ნატო-ს საპარლამენტო ბიურო ამბობს, რომ ამ კანონის რეინიცირება სიტყვის გატეხაა ქართველი ხალხის და საერთაშორისო მეგობრების წინაშე

ნატო-ს საპარლამენტო ბიურო პრეზიდენტის ინიციატივით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ის ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ იყენებს.
„ნატო-ს საპარლამენტო ბიურო, პრეზიდენტის ინიციატივით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონი. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ის ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ და ამბობს, რომ ამ კანონის რეინიცირება არის სიტყვის გატეხა ქართველი ხალხის და საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინაშე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტიის პრესსამსახურის თანახმად, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატო-ს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, ისაუბრებენ ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?