თინა ბოკუჩავა – მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივ არჩევნებზე, ივანიშვილთან ვითომ შერკინება – არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება, მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყოს

მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ივანიშვილთან ვითომ შერკინება – არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყოს – დიდი იმედი მაქვს, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები მასთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ!- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის „თავის და ხალხის მიტყუება“.
„მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ივანიშვილთან ვითომ შერკინება. ეს არის თავის და ხალხის მიტყუება. აქაც უნდა ითქვას სიმართლე. ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ! ძალიან დიდი მადლობა, ყველას გუშინ გამოთქმული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თქვენგანის სიტყვა. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს