თინა ბოკუჩავა – მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციური ერთობა, არამედ საზოგადოებრივი ერთობა საერთო გამარჯვების დასაბრუნებლად

ეს იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ ჩვენი ერთიანობით რუსთაველის გამზირზე, ევროპელი მეგობრების წინაშე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროპაში და რომ ევროპის გული დღეს სწორედ თბილისში ძგერდა , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია, მაგრამ, საჭიროა საზოგადოებრივი ერთობა.
“ევროპელი პარტნიორების საქართველოში ჩამოსვლა არის უდიდესი მხარდაჭერისა და სოლიდარობის აქტი ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ ჩვენი ერთიანობით რუსთაველის გამზირზე, ევროპელი მეგობრების წინაშე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროპაში და რომ ევროპის გული დღეს სწორედ თბილისში ძგერდა.
დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ ბრძოლაზე, ჩვენს სიმტკიცეზე, ჩვენს შეუპოვრობასა და შეუგუებლობაზე. ჩვენ მზად ვართ ყველაფერ ამისთვის. პოლიტიკოსები და ოპოზიცია ერთიანია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოც კი ამგვარი ერთიანობა ოპოზიციურ ფრონტზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციური ერთობა, არამედ საზოგადოებრივი ერთობა ჩვენი საერთო გამარჯვების დასაბრუნებლად, რომლის წართმევასაც ცდილობს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად