თინა ბოკუჩავა – მინდა, რომ განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმოთ სამეგრელოდან პრეზიდენტ სააკაშვილს, ვუსურვოთ თავისუფლება და გამარჯვება – მას განსაკუთრებული იმედი აქვს სწორედ სამეგრელოსი

დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზეც სამეგრელო კვლავ იტყვის თავის განსაკუთრებულ სიტყვას – ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას და არა სიღატაკეს იზოლაციაში – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სამეგრელოში, სოფელ დარჩელში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონებში ადამიანები წუხან იმის გამო, რომ არ არის სამუშაო ადგილები, მაგრამ ფასები კატასტროფულად ყოველდღიურად იზრდება.
„მივესალმები ზუგდიდს, სამეგრელოს. ჩემთვის ზუგდიდი არის განსაკუთრებული მხარე, მაგრამ სამეგრელოსთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს ასევე პრეზიდენტ სააკაშვილს. ამიტომ მე მინდა, რომ განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმოთ დარჩელიდან, სამეგრელოდან პრეზიდენტ სააკაშვილს და მას ვუსურვოთ თავისუფლება და გამარჯვება, რომელიც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ერთიანობით 26 ოქტომბერს. მას განსაკუთრებული იმედი აქვს სწორედ სამეგრელოსი, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა 2003 წლის ში და იმ ცვლილებებში, რომელმაც ჩვენი ქვეყანა არსებითად შეცვალა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა კეთილდღეობა, გაუხსნა ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური პერსპექტივა. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ითამაშა სამეგრელომ და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზეც სამეგრელო კვლავ იტყვის თავის განსაკუთრებულ სიტყვას.
ნამდვილად ძალიან გული მტკივა, როდესაც ჩავდივარ რეგიონებში. გუშინ ვიყავით აჭარაში, შეხვედრები გვქონდა ბათუმში, ქობულეთში, ვიყავით სარფში გამშვებ პუნქტთან და ყველა რეგიონში სადაც ჩავდივარ, ვხედავ უკიდურეს გაჭირვებას, უკიდურეს სიდუხჭირეს, უმუშევრობას. ადამიანები წუხან იმის გამო, რომ არ არის სამუშაო ადგილები, მაგრამ ფასები კატასტროფულად ყოველდღიურად იზრდება. ამის გამო ჩვენს მოქალაქეებს უწევთ თურქეთის საზღვარზე გადასვლა იმისთვის, რომ მედიკამენტები შეიძინონ. იგივე ხდებოდა ახალციხეში, ვალეში. როგორ შეიძლება, რომ სამეგრელოს მსგავსი პოტენციალის რეგიონი არ ცხოვრობდეს კეთილდღეობაში. ერთადერთი ამის მიზეზი არის ის კორუფცია, კლანური მმართველობა, რაც მოიტანა ივანიშვილმა 12 წლის მანძილზე. ჩვენ გვაქვს შანსი, ჩვენ გვაქვს არჩევანი 26 ოქტომბერს, რომ ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, ან სიღატაკე იზოლაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო და მთელი საქართველო აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის რეალური არჩევანი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თითოეულ თქვენგანთან ერთად კიდევ ერთხელ მოვიტანთ დიდ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის და თითოეული საქართველოს მოქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”