თინა ბოკუჩავა მამუკა ხაზარაძის საქმეზე – ჯალათი წულუკიანის დაკვეთით უფრო პატიმრობის მოთხოვნას ველოდი – როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკან დაიხიეს

ჯალათი წულუკიანის დაკვეთით უფრო პატიმრობის მოთხოვნას ველოდი. ამას ველი ყველასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკან დაიხიეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა რომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს ს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მისივე თქმით, ფინანსური ტერორით და სხვა ტიპის რეპრესიებით ვერ გააჩერებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს და თავისუფლებისთვის მებრძოლს ხალხს.
„ჯალათი წულუკიანის დაკვეთით, უფრო პატიმრობის მოთხოვნას ველოდი. ამას ველი ყველასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკან დაიხიეს.
ფინანსური ტერორი, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და მოქალაქეების წინააღმდეგ ჯარიმების მიღებით ჰგონიათ მიაღწევენ საწადელს, ეს არის ადამიანების დაშინება. ფინანსური ტერორით და სხვა ტიპის რეპრესიებით, თუნდაც პატიმრობით ვერ გააჩერებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს და მათ ლიდერებს, ვერც თავისუფლებისთვის მებრძოლს ხალხს“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
ამასთან, თინა ბოკუჩავას თქმით, „მოლოდინი აქვს, რომ მისი სახელიც გაიჟღერებს ჯალათი წულუკიანის კომისიაში მოსაწვევთა რიგებში“.
„მეც მექნება ის პასუხი, რაც აქვთ ჩემს კოლეგებს. ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ღალატის კომისიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თანამედროვე ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით, ქართული ჯარის გასამართლებას, ჰააგის და სტრასბურგის გადაწყვეტილებების რევიზირებას“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება