თინა ბოკუჩავა – კოსმეტიკური ცვლილებები, რომლებსაც ივანიშვილის პარტია გვთავაზობს, არ ემსახურება ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას

9 დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, უკავშირდება დეპოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას. ამიტომ, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, რა დროსაც საუბარი შეეხო ევროპულ დღის წესრიგსა და 9 დათქმაზე, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს და რომელთან დაკავშირებითაც, ბოკუჩავას განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ხედვა.
„სააკაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი და არა მხოლოდ პიროვნული ან პარტიული. ამიტომ, ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტ ს თავისუფლებაზე, მაგრამ მე არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე ან ჩვენი დისკუსიის უშუალო დეტალებზე “, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მან ანტიკორუფციული ბიუროს როლსა და მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის პირობებში ის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხდება.
„ანტიკორუფციული ბიურო არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომლის დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ევროპული დღის წესრიგის კონტექსტში, სადაც პირდაპირ საუბარია ანტიკორუფციულ ბიუროზე. ბუნებრივია, ის კოსმეტიკური და არასაფუძვლიანი ცვლილებები, რომლებსაც ივანიშვილის პარტია გვთავაზობს, არ ემსახურება ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, იმიტომ, რომ ს რეჟიმი არასდროს შეებრძოლება ელიტურ კორუფციას, რომელზეც მისი რეჟიმი დგას. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზებები ამ ინსტიტუციის გასაძლიერებლად, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტს გავუზიარეთ წერილობითი ფორმით და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ ინსტიტუციას მიენიჭება ის კონსტიტუციური და საკანონმდებლო როლი, რომელიც მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია ხალხთან.
ანტიკორუფციული ბიურო ივანიშვილის პარტიის პირობებში ხდება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და არა ელიტური კორუფციის დევნის ინსტრუმენტი, იმიტომ, რომ ივანიშვილმა შექმნა ეკონომიკა, რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ მასზე, მის გარემოცვასა და ელიტაზე და ინსტიტუციები არ ემსახურება ხალხის ინტერესს”,- განაცხადა ბოკუჩავამ.