თინა ბოკუჩავა – კონსულტაციებისთვის მზად ვართ – საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ნაადრევი იქნება

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტ ს მხრიდან არის შეთავაზება, რომ კონსულტაციები გაიმართოს.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა.
„გვაქვს ეს შემოთავაზება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ კონსულტაციები გავმართოთ. ბუნებრივია, ჩვენ ამგვარი კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ჩვენ ქართული ქარტიის ხელმომწერი ვართ, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ამიტომ, თავისთავად, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, თუმცა ვფიქრობ, საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ნაადრევი იქნება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვ „პირველთან“ ინტერვიუში კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან ორშაბათიდან დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი