თინა ბოკუჩავა ირლანდიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, ირლანდიაში, დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თინა ბოკუჩავა ირლანდიაში, დუბლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას ესწრება.
„საპარლამენტო ასამბლეა ასობით პარლამენტარს აერთიანებს ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან, რათა ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე.
საპარლამენტო ასამბლეა ეძღვნება ჰელსინკის დეკლარაციის 50 წლის იუბილეს, რომელმაც ეუთო შექმნა და ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განხილული იქნება რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისკენ მოუწოდებს.
თინა ბოკუჩავა ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა“, – აღნიშნულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო