თინა ბოკუჩავა – ირაკლი კობახიძის ბრალდება ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვაა – კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა “სრულ აბსურდსა და პარანოიულ ბოდვას” უწოდებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ის ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ივანიშვილს და მის ამფსონებს” მოახლოებული სანქციების ეშინიათ და მსგავს განცხადებებს სწორედ ეს შიში განაპირობებს.
“ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ, რომლის სახელს და გვარს არ ახმოვანებს, არის სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა. მაგრამ რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია მას შემდეგ, რაც ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები. ამან განაპირობა ეს აბსურდული განცხადებები”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, მ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან ს პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული “ტერორისტული თავდასხმაც” ახსენა.
„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.