თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე

ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ბრძოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ქმედებები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა გამოეხმურა პარტიის წევრების ირაკლი ეძგერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას.
“ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ბრძოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ, რაც ვიხილეთ მათ შორის “რუსული კანონის” საპროტესტო აქციების დროს ის ძალადობა, საზოგადოების დაყოფის, დახლეჩის მცდელობა, რაც დააანონსა მათ შორის მ დღეს, როდესაც მან ისაუბრა ძალადობაზე ოპოზიციის წინააღმდეგ, მათ შორის ივანიშვილმაც წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც 12 წელიწადია ხელისუფლებაშია, არ არის ბრძოლა უმუშევრობასთან, ფასების კლებასთან, სიღარიბესთან, არამედ ისევ ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ოპოზიციასთან, მთავარ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან და რეალურად ბრძოლა ჩვენს ევროპულ მომავალთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილმა რაც არ უნდა საზოგადოების დაყოფა და დახლეჩა გადაწყვიტოს, ჩვენ როგორც საზოგადოება ვუპასუხებთ ერთიანობით, სიმშვიდით, სიმტკიცით და აუცილებლად ჩვენი ერთიანობით მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის. “ნაციონალურ მოძრაობას” ტრადიციულად ჰქონდა ყოველთვის ძალიან მყარი პოზიციები და აქვს გლდანში. ეს დიდწილად არის ირაკლი ეძგვერაძის დამსახურება და ირაკლი ნადირაძის, რომელიც არის თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე და ძალიან აქტიურად არის ჩართული მთელი თბილისის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ამიტომ ეს ანგარიშსწორება, ძალადობა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს საერთო საქმეში, რომელიც არამხოლოდ დიდ წარმატებას მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაიღალნენ ქაოსით, რომელსაც მუდმივად თესავს ხელისუფლება და რომელსაც სურს ცვლილებები. “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად იქნება ცვლილებების არდში და ჩვენ ერთიანობით მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. გარდაუვალია ხელისუფლების დამარცხება და ვფიქრობ, რომ ასეთი მოქმედებები კიდევ უფრო ცხადყოფს იმ გარდაუვალ მარცხს, რომელიც ივანიშვილს ელოდება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. ჩვენ არჩევანი გვაქვს ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”