თინა ბოკუჩავა – ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დრო ამოიწურა, ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინება, ჩვენ გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ხალხი ერთიანია და საქართველო ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთიანდება: გავიმარჯვებთ სახელოვნად

ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დრო ამოიწურა, ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინება, ჩვენ გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და საქართველო ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთიანდება, გავიმარჯვებთ სახელოვნად! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ვასო გოძიაშვილის პარკში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
თინა ბოკუჩავამ -ში დემოკრატთა ყრილობაზე ს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა შეაფასა და აღნიშნა, რომ “როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის „ლიდერშიპი“ ხაზს უსვამს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური არჩევანისკენ”.
„26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში ან სიღატაკეს იზოლაციაში და მე ზუსტად ვიცი, რომ ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და ზუსტად ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები. ვირჩევთ ევროპულ განათლებას, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ პენსიებს, ევროპულ ინვესტიციებს ქვეყანაში – ეს არის ჩვენი არჩევანი და არა ს კლანური მმართველობა, სადაც ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს.
ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გარდაუვალია საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას.
აშშ-ში ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც მოხდა სა და კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ საქართველოს საერთაშორისო პოზიციები. ჩვენ შევხვდით სენატორებს, კონგრესმენებს, გუბერნატორებს და ყველა – რესპუბლიკური თუ დემოკრატიული პარტიების „ლიდერშიპი“ ამბობს, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური არჩევანი ერთი ხელის გაწვდენაზეა და სწორედ ჩვენზეა ამ პერსპექტივის რეალიზება 26 ოქტომბერს. ივანიშვილი შეშინებული, ვერშემდგარი დიქტატორია, რომელიც აკვარიუმით გადაადგილდება, რომელსაც ეშინია პუტინის, ეშინია დასავლეთის, მაგრამ ყველაზე მეტად ტრაგიკული ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ხალხის ეშინია. თავად დამფრთხალი ივანიშვილი ახლა ცდილობს, საზოგადოება დახლიჩოს, დათესოს დაპირისპირება, შიში და სწორედ ამ ყალბ შიშზე პარაზიტირებით, შემდეგ არჩევნებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დრო ამოიწურა. ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინება და ნდობა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეტყვის სიდუხჭირეს, გაჭირვებას, უპერსპექტივობასა და სიღარიბეს იზოლაციაში. როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი და საქართველო ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთიანდება. სწორედ ასე, ჩვენი ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს: გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”