თინა ბოკუჩავა – ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება და ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება პოზიტიურად იქნება აღქმული მოქალაქეების მხრიდან, ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროპული ინტეგრაციის გზაზე

როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, დგას ს აგენტებზე და ყველაფერს აკეთებს ევროპული გზის საბოტაჟისთვის, პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალება და ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება პოზიტიურად იქნება აღქმული მოქალაქეების მხრიდან, ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროპული ინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებით ეროვნულ და ევროპულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციასაც.
„მე ვერ გავაკეთებ პროგნოზს, ამის საფუძველი ნამდვილად არ გამაჩნია და არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რასაც დაეყრდნობოდა ჩემი პროგნოზი. თუმცა, ფაქტია და ყველას კარგად გვესმის, იმედი მაქვს პრეზიდენტი ზურაბიშვილიც უფრო და უფრო აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ახლა, როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე ევროინტეგრაციის გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება, ხოლო დეპოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია შეუძლებელია, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში. ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი აღქმული იქნება როგორც ეროვნული და ევროპული ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ევროპული არჩევანის რეალიზებას ემსახურება,”- განაცხადა ბოკუჩავამ.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ს შეწყალებაზე უარი არასდროს განუცხადებია და ის არ აკეთებს კომენტარს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად