თინა ბოკუჩავა – ვუერთდებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ ყველგან, სადაც არის წინააღმდეგობა მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით

ვუერთდებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ ყველგან და ყოველთვის, სადაც არის წინააღმდეგობა მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის დაწყებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, პროტესტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებმა არჩევანის უფლება დაიბრუნონ.
„ჩვენ დღეს ვუერთდებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ ყველგან და ყოველთვის, სადაც არის წინააღმდეგობა მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ ამ არჩევნებს არ მიეცეს ლეგიტიმაცია, იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ს უფლება და ამით დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.