ერთიანობამ მოიტანა ის დიდი რეფორმების ტალღა, რომლის ერთგვარი სიმბოლო იყო ბათუმი, აჭარა და სწორედ ეს აღმშენებლობა უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, ისევ უნდა შევძლოთ, რომ დავუბრუნოთ ადამიანებს პერსპექტივის განცდა. ამის სიმბოლო ნამდვილად იყო, არის და იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დღეს და უნდა იყოს ჩვენთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ხელვაჩაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ყველა ელოდება არჩევნებსა და ცვლილებებს, მათ შორის, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“.
„ეს განწყობებია მთელ აჭარაში, ყველა ელოდება ცვლილებებს, ყველა ელოდება პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს გათავისუფლებას იმ რუსული, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლებისგან, რომელსაც ივანიშვილი წარმოადგენს, რომელიც რუსული კანონით, რუსული ნაბიჯებით გვართმევს ევროპულ პერსპექტივას. 26 ოქტომბრის არჩევანი არის არჩევანი ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის იზოლაციაში. ივანიშვილს მოაქვს იზოლაცია, სიღატაკე, უმუშევრობა, კატასტროფულად გაზრდილი ფასები, მაგრამ მჯერა, რომ ერთიანობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის სწორედ ამის შესაძლებლობა. „ვარდების რევოლუციაც“ და ის დიდი ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიტანა, სწორედ ერთიანობით გახდა შესაძლებელი, ერთიანობამ მოიტანა ის დიდი რეფორმების ტალღა, აღმშენებლობა, რომლის ერთგვარი სიმბოლო იყო ბათუმი, მთელი აჭარა და სწორედ ეს ენერგია, ეს აღმშენებლობა უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, ისევ უნდა შევძლოთ, რომ დავუბრუნოთ ადამიანებს პერსპექტივის განცდა. ამის სიმბოლო ნამდვილად იყო, არის და იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დღეს და უნდა იყოს ჩვენთან ერთად და თქვენთან ერთად.
26 ოქტომბრის არჩევნები არის მართლა ისტორიული არჩევნები, ეს არის მომენტი, როდესაც ქვეყანა იდგება გზასაყარზე – ევროპულ კეთილდღეობასა და იზოლაციაში სიღატაკეს შორის. ძალიან ახლოს აქ, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დღეებში მიმდინარეობს საკონსტიტუციო განხილვა, სადაც თითოეულ მოსამართლესაც შეუძლია, რომ დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, რადგან ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა იმ უპრეცედენტო ფართომასშტაბიან აქციებზე, რომლის ნაწილიც იყო პრაქტიკულად ყველა ოჯახიდან ახალგაზრდა და ახალგაზრდებმა მართლა ყველა თაობის ადამიანები გააერთიანეს, მაშინ ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა და ეს იყო – არა რუსულ კანონს, კი ევროპას! ეს ხმა გაიგონა მთელმა მსოფლიომ და ივანიშვილს მოუწევს, რომ გაიგოს და აუცილებლად გაიგებს, როდესაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში. ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით ვათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, ერთიანობით ვინარჩუნებთ ევროპულ პერსპექტივას და ერთიანობით მოგვაქვს კეთილდღეობა თითოეული ქართული ოჯახისთვის და ეკონომიკა მხოლოდ ივანიშვილისთვის და მისი კლანისთვის არ უნდა მუშაობდეს. მონოპოლიები, რომელიც შექმნილია ყველა სფეროში, ამას მოაქვს სიღარიბე, სიღატაკე, გაჭირვება და უპერსპექტივობა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ერთიანობით დავამარცხებთ. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ერთად ვართ, აჭარა ნამდვილად იყო ერთიანობის, გამარჯვების, წარმატების, წინსვლის სიმბოლო და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება 26 ოქტომბერსაც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.