თინა ბოკუჩავა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს შეხვდა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობის” ლიდერთან, გიორგი ჩალაძესთან ერთად ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს.
პარტიის ლიდერები „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს შეხვდნენ, რომელიც არის საქართველო საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტში .
“ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან, მათ შორის შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს, საქართველოს მომხსენებელს ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიანეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა და მათი მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, აისახოს რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ხვალ მიიღებს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი