თინა ბოკუჩავა – დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ისინი დასანქცირებულიყვნენ აშშ-ის მხრიდან

დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ისინი დასანქცირებულიყვნენ -ის მხრიდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, აშშ-ის ელჩის საქართველოში, დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი შეფასებით, „საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი“.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლის და ივანიშვილის პარტიის მესიჯები ერთიერთში ემთხვევა, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი. დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა და მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა, ისეთ უკიდურეს ზომას მეგობრებთან ურთიერთობაში, როგორიც არის სანქციების დაწესება კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებიც მათ შორის პროპაგანდის გამოყენებით და ასევე ძალადობით ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და საქართველოს წაართვან ევროატლანტიკური არჩევანი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო