„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და პარტიის წევრი, გიორგი ჩალაძე ევროპარლამენტარ ურმას პაეტს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს.
„ასევე, შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე და არჩევნების შედეგების არ აღიარებაზე“,-განაცხადა ბოკუჩავამ.