თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ჩიკაგოში, ყრილობას დაესწრებიან, სადაც „დემოკრატიული პარტია“ პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისს ოფიციალურად წარადგენს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან, სთან ერთად რამდენიმე დღიანი ვიზიტით -ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრა, სადაც ს, როგორც “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა მოხდება.
როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ „გავაღრმაოთ და აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკა-საქართველოს შორის, რომელსაც სერიოზული ზიანი მიაყენა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ“.
„დღეს მივფრინავთ ჩიკაგოში, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისი ოფიციალურად წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.
ცოტახნის წინ, ასევე, ვიმყოფებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე, სადაც ს წარდგენა მოხდა „რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ღონისძიება აშშ-ში, სადაც წარმოდგენილია სრულად ერთის მხრივ “რესპუბლიკური” და ახლა უკვე “დემოკრატიული პარტიის” ლიდერშიფი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გავაღრმაოთ და აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკა-საქართველოს შორის, რომელსაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ“, – განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

ასევე დაგაინტერესებთ