თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე კამალა ჰარისის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი , დემოკრატიულ კონგრესზე -ის ვიცე პრეზიდენტის, ს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ.
პარტიის ინფორმაციით, ლიდერები ასრულებენ ოთხდღიან ოფიციალურ ვიზიტს ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში, სადაც ისინი არაერთ „დემოკრატ“ სენატორსა და კონგრესმენს შეხვდნენ. მათივე განმარტებით, თინა ბოკუჩავასა და გიორგი ვაშაძეს შესაძლებლობა ჰქონდათ ამერიკელ ლიდერებთან ესაუბრათ საქართველოზე და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის აღდგენაზე.
„სულ ცოტა ხნის წინ, ვიცე პრეზიდენტმა კალმალა ჰარისმა მიიღო საპრეზიდენტო ნომინაცია დემოკრატიული პარტიისგან, ის იქნება დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე მას რამდენიმე თვის წინ შევხვდი ვაშინგტონში, ვესაუბრე საქართველოზე და ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს საქართველოდან სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი ხალხის სწრაფვას, აღვადგინოთ ურთიერთობები აშშ-თან, დავიბრუნოთ ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივა და ამის შესაძლებლობა გვაქვს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც დარწმუნებული ვარ გვექნება ძალიან ამაღლებული განწყობა, რადგან მოვიტანთ გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და აღვადგენთ ურთიერთობებს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”