თინა ბოკუჩავა – გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისათვის და ევროპული კეთილდღეობისათვის

გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისათვის და ევროპული კეთილდღეობისათვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გურიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს 12 – წლიანმა მმართველობამ მოიტანა სიღატაკე იზოლაციაში.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლიხაურში, ვიყავით სუფსაში, ლანჩხუთში, მთელი დღე ვიარეთ გურიაში და ვხედავ, რომ გურულები ზმად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისთვის და იმისთვის, რომ გურიაში, ისევე როგორც საქართველოს ყველა მხარეში და კუთხეში, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროპული კეთილდღეობის შანსი და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რაც ივანიშვილის 12 – წლიანმა მმართველობამ მოიტანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ლიდერებთან ერთად აგრძელებს შეხვედრებს გურიაში. პარტიის ლიდერები ამჯერად ლიხაურში მოსახლეობას შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მმთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს