თინა ბოკუჩავა – გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა – ციხე ან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება, გიორგი გახარიას არჩევანის წინაშე დაყენებაა, ციხესა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შორის.
აღნიშნულით ბოკუჩავა ეხმაურება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას.
„გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა – ციხე ან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა“,- აცხადებს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დაიბარეს. ის 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიტანეთის საელჩოს საქციელი ჰგავს ბავშვის საქციელს, რომელიც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს, რომ ეუბნებიან, „რა გაქვს მუჭში, არაფერიო“ – ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან, სინამდვილეში ფეხში ისვრიან და იზიანებენ საკუთარ თავს