საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მიხაილ შერბას შეხვდა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიხაილ შერბამ შეხვედრის დროს „ღრმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
მათივე ცნობით, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატო-ს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე ისაუბრებენ.