თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს შეხვდა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის მარტა კოსს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სა და მისი გარემოცვის მიმართ სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოწვეული იყო გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ საქართველო იქნება მისი პრიორიტეტი და მისი მანდატის ფარგლებში არის რეალური შანსი ევროკავშირის გაფართოების, თუმცა ახლა ივანიშვილის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველო ამ შესაძლებლობას კარგავს. მეტიც, საქართველო კარგავს მილიონობით ევროს დაფინანსებას, რომლის მიმართვა მოხდება დამოუკიდებელ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც ს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი.
მე ვესაუბრე მარტა კოსს დეტალურად საქართველოზე, სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე, ინდივიდუალური სანქციების ივანიშვილის, მისი გარემოცვის, მათ შორის მასთან შეზრდილი ბიზნესმენების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ვაიძულოთ დატოვოს ხელისუფლება, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი , გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული ევროპული განვითარების გზას.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციისთვის, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა