თინა ბოკუჩავა ბრიუსელში გაემგზავრა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელში გაემგზავრა.
ბოკუჩავას განცხადებით, გაგრძელდება მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ „ბიძინა ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და მათ ოჯახის წევრებზე ევროპული სანქციები ამოქმედდეს“.
„ვისაუბრებთ ისევ და ისევ იმ გამოსავალზე, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდესს ნაწილს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო .
გავაგრძელებთ ძალიან მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციები ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და ოჯახის წევრებზე, მათ შორის იმისთვის, რომ მათ აღნიშნულ სანქციებს თავი მარტივად ვერ აარიდონ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის