თინა ბოკუჩავა – ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ აპატიმრებენ, რომ ოფისში ინახავენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს – ეს არის რუსული სპეცოპერაცია, ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა

ეს არის რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაერთიანდეს და „რუსული „ომონი“ თავისი რუსი დამკვეთით ივანიშვილის და პუტინის სახით“ გაისტუმროს.
„ეს არის რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან სწორად დაახასიათა 26 ოქტომბრის . ეს იყო რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამის გაგრძელებას ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურად, როდესაც გუდავენ, სცემენ, ასახიჩრებენ ახალგაზრდებს. იპარავენ საქართველოს დროშებს და აპატიმრებენ ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ, რომ ოფისში ინახავენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს. ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა და ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ის, რომ გავერთიანდეთ და გავისტუმროთ რუსული „ომონი“ თავისი რუსი დამკვეთით ივანიშვილის და პუტინის სახით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალუდა ღუდუშაური – ჩვენი მიზანი არ არის, ვინმე დავსაჯოთ და დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ სპირალში შევიდეთ, არამედ ამ გაკვეთილებმა უნდა გვასწავლოს ერთი რამ: გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარდეს ერთმანეთი

თინა ბოკუჩავა საგამოძიებო კომისიაზე – ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით – საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას, „ნაციონალურ მოძრაობას” ვერაფერს დააკლებენ