თინა ბოკუჩავა – აშშ-ს კონგრესმენს მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდნენ, ასევე საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაციაც მოხდეს

აშშ-ს კონგრესმენს კიდევ ერთხელ მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდნენ, ასევე საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაციაც მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნება უნდა აისახოს.
„მივმართეთ საერთო წერილით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა, ისევე როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ თხოვნით, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე მოხდეს მობილიზაცია საარჩევნო დამკვირვებლების, რადგან ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებელია, რომ არჩევნებში ქართველი ხალხის ნება აისახოს, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მისიებიც და მაღალი დონის დელეგაციებიც კონგრესიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება