თინა ბოკუჩავა – არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია

ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციიდან ივანიშვილის პარტიის წევრები მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ბუნებრივია, არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რასაც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვითხოვთ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მათ შორის, არც ევროკავშირისგან, რადგან საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, მოხდა თავისუფალი ნების უგულებელყოფა უამრავი სხვადასხვა მაქინაციით და მათ შორის, ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის მასობრივი დარღვევით,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია ოპოზიციას ხვდება. მანამდე ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. “ქართულმა ოცნებამ” კი დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ