თინა ბოკუჩავა – აბსოლუტურად ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას, რომ საზოგადოების ყველა წევრი უნდა გავერთიანდეთ ამ მომავლის გადასარჩენად

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც დღეს რუსული ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია, ამ ისტორიული უსამართლობის დროსაც კი ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე და აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ საზოგადოების ყველა წევრი უნდა გავერთიანდეთ ამ მომავლის გადასარჩენად,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყნის გადარჩენის საკითხი დგას.
„პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც დღეს რუსული ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია, ამ ისტორიული უსამართლობის დროსაც კი ორიენტირებულია მხოლოდ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის უკეთეს, ნათელ, ევროპულ მომავალზე. აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ საზოგადოების ყველა წევრი, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, უნდა გავერთიანდეთ ამ მომავლის გადასარჩენად.
ამ თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ადამიანების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, თუ პარტიები ვერ ახერხებ ამ ეტაპზე გაერთიანებას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ადამიანებთან, ვინც აქტიურად არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, ქვეყნის გადარჩენის საკითხი დგას, ამიტომ ვთვლით, რომ მაქსიმალურად საერთო ძალებით უნდა შევიდეთ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?