თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო უწყების მიერ დანიის ელჩის დაბარება დასტურია იმისა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ივანიშვილმა დაიქვემდებარა

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო უწყების მიერ ს გამო დანიის ელჩის დაბარება დასტურია იმისა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ივანიშვილმა დაიქვემდებარა.
ბოკუჩავა დანიელი დიპლომატის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას “სამწუხარო ფაქტს” უწოდებს.
“ერთ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც როგორც ქართველი დიპლომატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოვადგენდი.
სამწუხაროდ ახლა ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ. სწორედ ეს არის მანკიერი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალთან სრულიად შეუსაბამოა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა იმისა, რომ იზრუნოს არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვაზე წერს, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
ანე ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო სამინისტროში დაიბარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან – იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია