თინათინ წულაძის ახდენილი ოცნება და შთამბეჭდავი კარიერა – ახალგაზრდა ქორეოგრაფის ცხოვრების საინტერესო მომენტები – Marao

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლევანი, როგორც წესი, თეატრის კულისებიდან, მანანა კი – სცენიდან ხშირად ხვდება თეატრში მისულ მაყურებელს და მათ დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის.
საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი მათი ერთადერთი ქალიშვილი თინათინ წულაძე. მშობლების მსგავსად, თინათინიც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს და წარმატებული კარიერა აქვს.
თინათინი “სუხიშვილების” მოცეკვავე იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ ანსამბლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა ახლა იგი თეატრის ქორეოგრაფია და ახალ პროფესიაში დამკვიდრებას ცდილობს:
“ანსამბლიდან წამოვედი. თეატრში გადავინაცვლე, როგორც ქორეოგრაფმა. მინდა, ჩემი მომავალი თეატრს უკავშირდებოდეს. ახლა ვდგამ ნაბიჯებს ამ პროფესიაში. არ მოვიტყუები, ძალიან რთული იყო. იმის გააზრება, რომ შეიძლება სცენაზე აღარ დადგე, ურთულესია. ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის ეს იყო. უამრავი შრომის, ვარჯიშის, რეპეტიციების შემდეგ ჩვენი ჯილდო სცენაზე დგომა და მაყურებლის ემოციების მიღებაა – ამას არაფერი შეედრება. ამიტომ ძალიან გამიჭირდა. თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვიყავი.
ანსამბლში საკმაოდ დიდი ხანი ვიცეკვე, კარგი გამოცდილება მივიღე და მივხვდი, რომ სიახლის დრო იყო. ახლა რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი, მერე გვიან იქნებოდა. თუმცა ახლაც იმ დოზით ვარ ჩართული ანსამბლის ცხოვრებაში, როგორც წინათ ვიყავი. ყველაფერი მაინტერესებს, გოგონებს სულ ვეკითხები, რას შვრებიან, რა გეგმები აქვთ და მგონია, რომ ისევ იქ ვარ. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობდით. რამდენიმე თვით მივდიოდით გასტროლებსა და ოჯახის წევრებზე მეტ დროს ანსამბლთან ერთად ვატარებდი.
რაღაც ასაკში უკვე ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი თეატრის ქორეოგრაფია იქნებოდა. ამისთვის შესაბამის მომენტს ველოდი. ჯერ მინდოდა, მე თვითონ ვყოფილიყავი მოცეკვავე და მერე გადამენაცვლებინა ამ საქმეში. რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ ერთმანეთისთვის შემეთავსებინა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. თუმცა იმდენ ხანს ვემზადებოდი, რომ ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ცვლილება არ ყოფილა. ამაზე ილიკოსთან და ქალბატონ ნინოსთანაც ბევრჯერ მისაუბრია. ამიტომ, როცა წამოსვლის შესახებ ვუთხარი, არც გაჰკვირვებიათ” – აღნიშნავდა თინათინი “თბილისელებთან” ინტერვიუში. ამჯერად იგი მარჯანიშვილის თეატრის ქორეოგრაფია.
ქორეოგრაფიის გარდა, თინათინი საკმაოდ წარმატებული მსახიობია და არაერთ სპექტაკლში მიუღია მონაწილეობა: ინციდენტი მეტროში “, „ფიგაროს ქორწინება, ანუ შეშლილი დღე”, „ვარდის სვირინგი”, „ჰამლეტი” და სხვა.
კარიერის გარდა, საზოგადოების ყურადღებას თინათინის პირადი ცხოვრებაც იქცევს. მისი რჩეული Red Bull-ის სპორტული მენეჯერი გიორგი კოტეტიშვილია. წყვილი 2019 წლის ივნისში დაქორწინდა. 2021 წელს კი მათი პირველი შვილი, ანდრო დაიბადა. ქორწინებასა და მშობლებთან განშორებაზე თინათინი ინტერვიუშიც საუბრობდა:
“ყველასთვის რთულია მშობლებთან განშორება. მით უმეტეს, როცა დედისერთა ხარ. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მშობლებს მარტო ტოვებ. ძალიან უსიამოვნო პროცესია, მაგრამ დაქორწინების შემდეგ აბსოლუტურად ყოველდღე მივდიოდი მათთან, განსაკუთრებით, პირველი პერიოდი. მივდიოდი და საღამომდე ვიჯექი, მერე სახლში ავდიოდი. გარდა ამისა, თეატრშიც ვხვდებით ერთმანეთს და ერთად დიდ დროს ვატარებთ. ამიტომ ჩვენთვის უფრო მარტივია.”
თინათინ წულაძე თეატრის ქორეოგრაფია, თუმცა მონაწილეობას სპექტაკლებში თავადაც იღებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მიუზიკლი “ჩიკაგო”, სადაც თინათინი მარიამ როინიშვილსა და ანა ქურთუბაძესთან ერთად მონაწილეობს.
ამჯერად კი თინათინ წულაძე ახდენილი ოცნების შესახებ წერს: “ჩემი ოცნების ცეკვა ვიცეკვე გუშინ. დიდი მადლობა თეატრი •Theatreის გუნდს”.

ასევე დაგაინტერესებთ