“გახსოვთ ის პერიოდი, საკონფერენციო რომ სამი თვით ადრე უნდა დაგეჯავშნათ? თბილისშიც და რეგიონებშიც თითქმის ყველა სასტუმრო დაკავებული იყო ნებისმიერ სეზონზე, თუ თადარიგს არ დაიჭერდი.
ხოდა, ახლა დამჭირდა, უპრობლემოდ დავჯავშნე ერთი თვის წინ, მაგრამ ფასი არ მომეწონა და ბოლო მომენტში ვიფიქრე, სხვებსაც ვნახავთქო. ყველგან ადგილია, არანაირი დაძაბულობა – სამი დღით ადრე ორ დიდ სასტუმროს აქვს ას კაციანი კონფერენციისთვის ადგილი.
საერთოდ არაფერი აღარ ხდება, ვიდრე დასავლურ კურსზე არ დავბრუნდებით,” – წერს სოციალურ ქსელში GIPA-ს ასოცირებული პროფესორი სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. GPI ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი.