თინათინ სტამბოლიშვილი: ამ რწმენით და ამ ერთიანობის შემყურე, თავისი თავის პატივისიმცემელი და თავდაჯერებული ხელისუფალი თუნდაც სიმბოლურად დაიყენებდა გვერდში რომელიმე, თუნდაც ერთ ყოფილ პრეზიდენტს…

კომუნიკაციების სპეციალისტი, “ჯიპას” ასოცირებული პროფესორი თინათინ სტამბოლიშვილი:
ამ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, თუ რამხელაა ერთიანობის სურვილი, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მოთხოვნილება. ყველა გემოვნების, იდეოლოგიის, სარწმუნოების, წარსულის ადამიანს ნახავდით, რადგან ყველას ეკუთვნოდა პატრიარქის ლოცვა – ასე სწამდათ და სწამთ. ასეც არის.
აი, სწორედ ამ რწმენით და ამ ერთიანობის შემყურე, თავისი თავის პატივისიმცემელი და თავდაჯერებული ხელისუფალი თუნდაც სიმბოლურად დაიყენებდა გვერდში რომელიმე, თუნდაც ერთ ყოფილ პრეზიდენტს, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს ან ყოფილ პრემიერს, თუნდაც თავისი დროის. არაფერს ვამბობ, მათთვის სრულიად მიუღებელ ოპოზიციონერზე – თუნდაც ერთზე.
მაგრამ ვერ გარისკეს “სხვისი” გამოჩენა კადრში, შეიძლება აზრადაც არ მოსვლიათ, არ ვიცი – მაგრამ ძალიან გოიმურად კი ჩანდა მხოლოდ ერთი კაცი და დანარჩენი (მაღალჩინოსნებიან-სამღვდელოებიანად) მისი მსახურები.
კიდევ ერთი სრულიად მკაფიო მესიჯი იყო მილიონობით ქართველისთის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ – არ გაღიარებთ, არ გხედავთ და არ გვაინტერესებთ და სამება და სიონი ჩვენი პირადი ზალაა.
ჩვენს ერთიანობას კი არაფერი აკლდება, მაგრამ მერე ნუ უკვირთ, რომ კანონების მიღება სჭირდებათ, რომ ძალით აღიარება მოითხოვონ ქვეყბის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეხვეწონ ერთი ზარი ძლიერი სახელმწიფოების ლიდერებს. თვითონ დაიობლეს თავი.
პ.ს. ფოტოზე – სასტუმრო ბილტმორზე პატრიარქის ფოტო, პატივისცემის ნიშნად, დღეს საღამოს.