თინათინ რუხაძე: ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ თეატრები მოგენატრათ, რადგან წამოდით, მე დაგპატიჟებთ ძალიან ბევრ თეატრში

ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ თეატრები მოგენატრათ, რადგან წამოდით, მე დაგპატიჟებთ ძალიან ბევრ თეატრში, იყო საახალწლო პრემიერები, მათ შორის, რეგიონებში და თბილისში. ყველა თეატრი პრაქტიკულად აღდგენილია. არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც თავის პირადი ინტერესების გამო ავნებს ორგანიზაციებს და ამ ორგანიზაციებში შეიძლება იყოს ამ ტიპის პრობლემები.

რაც შეეხება გაფიცულებს, მე დე იურე გაფიცული არ მყავს დარგში. იურიდიულად გაფიცული არავინ არ არის. ფურცლით უნდა იყოს გაფიცვა, იმიტომ, რომ გაფიცვასაც, ისევე როგორც ყველაფერს, აქვს თავისი წესი.

დე ფაქტო თავს რომ გაფიცულად აღიარებენ და ტელევიზორებშიც ასეა, თუმცა, ისინი არიან კომუნიკაციაში. ფურცელზე ჩვეულებრივად საქმიანობა მიმდინარეობს. თუ გაფიცულები არიან, მაშინ ეს არის სახელმწიფო ქონება, ეს არის სახელმწიფო ხელფასი… სახელმწიფოს ხელფასი არ შეუწყვეტია, წამი წამში, წუთი წუთში ყველაფერი აწყობილი აქვს სახელმწიფოს და მაშინ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც აბსოლუტურ ლეგიტიმურ კითხვებს სვამენ – 4-5 თვე სშენ რომ პექტაკლს არ გამართავ, კონცერტს გამართავ (ოღონდ არის ასეთი ერთეულები, ოღონდ ეს არის 1-2-3 და არაუმეტეს) შენ საკუთარ ინტერესებს აყოლებ ორგანიზაციებს და ამაზე რეაგირებები უთუოდ იქნება, ამბობს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ღამის კურიერის ეთერში გაფიცულ მსახიობებზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ