კულტურის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გუშინ თინათინ რუხაძემ თეატრს ახალი აღმასრულებელი დირექტორი და ადმინისტრაციის დირექტორი წარუდგინა.
ადმინისტრაციის დირექტორის პოზიციას ირინა სოლტიში დაიკავებს. აღმასრულებელი დირექტორი კი ანი კავლელიშვილი იქნება.
თეატრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ავთანდილ ვარსიმაშვილს ეკავა. ის ამ თანამდებობაზე 2025 წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე კი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
„პუბლიკა“ ავთანდილ ვარსიმაშვილს დაუკავშირდა. ავთანდილ ვარსიმაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა, თუმცა კითხვაზე – რატომ დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია გვითხრა, რომ „არ სცალია“ და ტელეფონი გათიშა.




