თინათინ ნიბლოშვილი – ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც ვერ მიიზიდა და ერთმანეთის პარტიაში გადადიან და გადმოდიან

ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც ვერ მიიზიდა და ერთმანეთის პარტიაში გადადიან და გადმოდიან, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ადამიანებს აქტიურად „აბულინგებენ“, ამჯერად ბულინგის ახალი ტალღა „ქართული ოცნების“ სიის ახალ წევრებს შეეხო.
„ბულინგი და სიძულვილის ენა იმ სპორტსმენებზე გადაიტანეს, რომელთა მსგავსი და ფასი საქმეც ჩვენი ქვეყნისთვის მთელ ოპოზიციას, ერთად აღებული, არ გაუკეთებია. მათი საარჩევნო კამპანია ბულინგზე და სიძულვილის ენაზეა აგებული. ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც კი ვერ მიიზიდა, ერთმანეთის პარტიებში გადადიან და გადმოდიან. ერთსა და იმავე ადამიანებს ვხედავთ სხვადასხვა გაერთიანებისა და სახელის ქვეშ. და ეს ხალხი, ერთადაც და ცალ-ცალკეც, არის დამარცხებული 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე. 26 ოქტომბერს ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს, და ეს არჩევანი იქნება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით