თიკა ფაცაციას დღესასწაული: როგორ აღნიშნა მშვენიერმა ტელეწამყვანმა 44 წლის იუბილე – Marao

ყველასთვის საყვარელი ტელესახე, მოდელი, მომღერალი თიკა ფაცაცია 44 წლის გახდა. მან ეს დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა, სოციალურ ქსელში კი უამრავი მილოცვა მიიღო. ამ დღეს ცნობილი სახეები მიღებულ მილოცვებს “ინსტაგრამზე”, “სთორის” ნაწილში ათავსებენ ხოლმე. გამონაკლისი არც თიკა ყოფილა. იშვიათია, როცა ადამიანი ამდენ კეთილ სურვილს იმსახურებს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიკა ფაცაცია საზოგადოებაში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს.
დაბადების დღიდან კადრები თავად თიკა ფაცაციამაც გამოაქვეყნა – მისი დღე შვილების მილოცვით დაიწყო, შემდეგ კი სადღესასწაულო წვეულებით გაგრძელდა – თიკამ უმშვენიერესი წითელი კაბა მოირგო და დღე სასიამოვნოდ გაატარა. “ჩემი დღე, მადლობა, ვინც შემიქმნა ეს დღესასწაული”, – დაწერა მან.
თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი. „მის თბილისის“, „მის საქართველოსა“, „მის ოქროს გლობუსის“ კონკურსების მონაწილე.
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი დიზაინერების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და -ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში 11 ახალი სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.
2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს ევროვიზია 2008-ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ ევროვიზია 2009–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ ევროვიზიაზე წარსადგენად სტეფანე და სამი გოგო აირჩიეს.
2010 წლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანია. 2021 წლიდან არის “ნიჭიერის” ჟიურის წევრი.
სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. სიმღერაზე, სახელწოდებით “ბედნიერების მჯერა” მომღერალი წელიწადზე მეტი მუშაობდა. როგორც ცნობილია, სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ხოლო ტექსტი თავად თიკასა და ირინა სანიკიძეს ეკუთვნით. არანჟირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავა. სიმღერამ მალევე მოიპოვა მსმენელის მოწონება. სიმღერის პრემიერას თიკას მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ეს დღე მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან 20 წლის შემდეგ საყვარელ საქმეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა.
თიკა ფაცაცია დაქორწინებულია ბიზნესმენ დავით ანთელიძეზე. მათ სამი შვილი, ანდრო, იოანე და ალექსანდრე ჰყავთ. დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც. „ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით…“ – ამბობდა თიკა ფაცაციას დედა.
„პირველი შვილი რომ იბადებოდა, ეს მოხდა აშშ-ში. იქ ცოტა სხვა გარემოა. იმავე ოთახში ვიმშობიარე, სადაც თავდაპირველად შემიყვანეს. დედაჩემიც ესწრებოდა მშობიარობას, გადიოდა და შემოდიოდა. ჩემთან ერთად იყო, თავთან იდგა, ზურგს მიმაგრებდა…“ – იხსენებდა თიკა ფაცაცია “დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში. თიკას პირველი შვილი, ანდრო ანთელიძე საკალათბურთო კარიერას იწყობს. ის მწვრთნელია და ბოლო დროს არაერთ წარმატებასაც მიაღწია. თიკაც შუათანა და უმცროსი ვაჟები კი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა ინტერესი ამ სპორტის მიმართ მათაც აქვთ.