თიკა ფაცაციასა და გვანცა დარასელიას სიმღერა გერმანიაში – როგორ ამხნევებდნენ ქართველები ფეხბურთელებს – Marao

18 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე გერმანიაში, დორტმუნდში საქართველო-თურქეთის მატჩი გაიმართა. სადებიუტო თამაშის პირველ ნახევარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. სამწუხაროდ, მეტი გოლი თურქების კარში აღარ გასულა და საქართველო 3:1 დამარცხდა. ჩვენი ქვეყანა Euro 2024-ზე ასპარეზობას განაგრძობს და ჩეხეთსა და პორტუგალიასთან დაპირისპირებისთვის ემზადება.
დორტმუნდში გუშინ უამრავი ქართველი შეიკრიბა. ჩვენი ქვეყნის საქომაგოდ არაერთი ცნობილი სახეც იმყოფებოდა, მათ შორის, თიკა ფაცაცია და გვანცა დარასელია, რომლებმაც მატჩამდე განწყობის შესაქმნელად ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერაც შეასრულეს.
გაგახსენებთ, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.
გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ