“თიკას კიდევ ერთხელ დაუკრავენ ტაშს, ყველას დაანახებს, რა მრავალმხრივ ნიჭიერი გოგოა” – ჯემალ ბარაშვილის ემოციური სიტყვა თიკა ფაცაციაზე და დუეტი გია ბაღაშვილთან: რა ვიდეოს აქვეყნებს ტელეწამყვანი – Marao
ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 17 წლის შემდეგ “იუმორინას” სცენას დაუბრუნდა და მაყურებლის წინაშე იმ წითელი კაბით წარსდგა, რომლითაც 17 წლის წინ გამოვიდა: “2006 წელს, როცა ვმონაწილეობდი „იუმორინაში“ მაშინ მეცვა ეს კაბა და მთელი თვე ანშლაგით მიმდინარეობდა.. 17 წლის მერე ისევ იუმორინა, ისევ სავსე დარბაზი და ისევ ის კაბა“ – წერდა თიკა.
მოგვიანებით კი გააზიარა ვიდეო, სადაც ჯემალ ბარაშვილი მის შესახ საუბრობს: “მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს თიკას. 17 წელი ცოტა დრო არ არის. 17 წლის წინ ძალიან დიდი წვლილი შემოიტანა მან ჩვენს ოჯახში. მინდა, მაყურებელმა დაინახოს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას არამხოლოდ სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც და მეგობრობაშიც. დღეს, თქვენც იცით და მაყურებელიც დაინახავს, რა მაგარი და მრავალმხრივი გოგოა თიკა, კიდევ ერთხელ გაიხარებენ და კიდევ ერთხელ დაუკრავენ ტაშს” – ამბობს ჯემალ ბაღაშვილი თიკა ფაცაციას შესახებ.
თიკამ მართლაც მოხიბლა მაყურებელი საკუთარი ცეკვით, სიმრერითა და გამორჩეული ნიჭით. მან დუეტი გია ბაღაშვილთან ერთადაც შეასრულა:
თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი, თუმცა „ინსტაგრამის“ მის ოფიციალურ გვერდზე ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
„თინეიჯერობის პერიოდში შექმნილი ოჯახი ჩემთან სხვანაირად დალაგდა. 17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, ასევე თინეიჯერი ვიყავი, დედა რომ გავხდი. მენტალურად შეიძლება ადამიანი არ იყოს ამ ყველაფრისთვის მზად, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ცვლის და თავდაყირა აყენებს. შენ როგორ გაიზრდები ამ ახალ მოცემულობასთან ერთად, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომენიჭა როგორც მეუღლეს და როგორც მშობელს. არ მქონია მომენტი, რომ გავიზარდე, ახლა სახლში უნდა დავჯდე და ბავშვი გავზარდო, პირიქით. ძალიან მეოჯახე ტიპი ვიყავი თავიდანვე, ამიტომ ეს ნაწილიც მშვიდად გავიარე. ამერიკაში რომ წავედი საცხოვრებლად, მთლად მოვწყდი ყველაფერს, ჩემს მაშინდელ შოუბიზნესს, აღმოვჩნდი ამერიკაში, სადაც გავაჩინე ბავშვი… კარგი გადაწყვეტილება მივიღე ქმართან დაკავშირებით. მან ძალიან კარგად გაიაზრა ჩემი ასაკი, ისეთი რაღაცები მომცა და ჩადო ჩემში, რომ არ გამიჩნდა არანაირი შეგრძნება, რომ მე რაღაც ეტაპი დავტოვე და ახლა დიდი ქალი ვარ და ქალური ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო,“ – თქვა თიკა ფაცაციამ ერთ-ერთ ინტერვიუში.