თიის როიტენი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა – დაუწესეთ სანქციები ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს

საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერას.
მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა – მაგრამ საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან.
„საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს“, – წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ