“თითქოს ტერორიზმს ვაფინანსებთ, თითქოს ვჩაგრავთ საქართველოს… ეს განცხადებები ესმით ბრიუსელში” – ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:
კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარის არგაკეთების ძალიან ნათელი პოლიტიკა მაქვს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგიერთი ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირისგან. მათ შორის ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, ბრალდებები თითქოს ტერორიზმს ვაფინანსებთ საქართველოში, თითქოს ჩვენ, ევროკავშირი, ვჩაგრავთ საქართველოს, ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებები.
ეს განცხადებები ძალიან მამწუხრებს. საქართველოში თითქმის ორი წლის ყოფნის შემდეგ სრულიად მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკურსი ძალიან ემოციურია. ასევე მესმის, რომ, როგორც ყველამ ვიცით, უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ.
ვცდილობ ეს განცხადებები ესკალაციურად არ მივიღო, მაგრამ რაზეც ნამდვილად ვნერვიულობ არის ის, რომ ეს განცხადებები ასევე ესმით ევროკავშირის დედაქალაქებში, და ბევრ პოლიტიკოსს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით თუ რა ხდება და ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ.
როგორც ყველამ ვიცით, ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა მთავარი პრიორიტეტია 9 ნაბიჯიდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლოა, არ განმეორდება.
ერთ-ერთი ასეთი განცხადება გვადანაშაულებს ტერორიზმის მხარდაჭერაში, ტერორიზმის დაფინანსებაში. მინდა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ, რომ ვამაყობთ განვითარების მხრივ მთელი ჩვენი დახმარებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განვახორციელეთ აქ, საქართველოში, ყოველთვის საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო მუშაობით. ჩვენს ვებგვერდზე თუ შეხვალთ, ნახავთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ “პროექტებს” “დააკლიკოთ”. გთხოვთ, გააკეთეთ ეს. შემდეგ გადაგამისამართებთ ვეგბერდზე eu4georgia.eu-ზე, სადაც ნებისმიერი დეტალი შეგიძლიათ იპოვოთ თითოეულ ევროზე, რომელიც საქართველოში დაიხარჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს