“თითქოს პირველად ესმოდათ უკრაინის შესახებ, ომზე, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ” – უკრაინელმა სამხედრომ პსჟ-ის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი მოჰყვა

Sport24.ua უკრაინელი სამხედროს “ტელეგრამზე” მოყოლილ ისტორიას ავრცელებს, რომელიც პსჟ-ის სტადიონზე ლიგა 1-ის მე-2 ტურის მატჩისისას მოხდა. მონაყოლიდან ირკვევა, რომ ამ ადამიანს სტადიდონის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დროშის ჩამოხსნა მოსთხოვეს.
“ჯარისკაცი ვარ და შვებულებაში გადავწყვიტე, საუკეთესო ევროპულ სტადიონებზე წავსულიყავი. პირველი მატჩისთვის პარიზში, “პარკ დე პრენსის” სტადიონს ვესტუმრე. სტადიონის წინ 25 ევროდ “პსჟ”-ის შარფი ვიყიდე.
ტრიბუნაზე შესვლისას ჩვენი ქვეყნის დროშა შემოვიხვიე. 5 წუთის შემდეგ, “სტიუარდები” მოვიდნენ და ტრიბუნებიდან გასვლა მთხოვეს. როდესაც გამოვედით, მკითხეს ვისი დროშა იყო, რაზეც ვუთხარი, რომ ეს და ილია ზაბარნი იყო და მითხრეს, რომ ტრიბუნაზე დაბრუნებაზე შემეძლო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
კიდევ ათი წუთის შემდეგ, “სტიუარდები” და რამდენიმე უფრო მაღალი რანგის ადამიანი მოვიდნენ. ისევ გარეთ გავედით, ვკითხე: “რა პრობლემაა?” – მათ მთხოვეს აეხსნათ, თუ რა სიმბოლიკა იყო დროშაზე. ჩვენი სამკაპი დროშაზე იყო გამოსახული! ფრანგულად კარგად არ ვლაპარაკობ, ამიტომ მათ ტელეფონის საშუალებით ავუხსენი რას ნიშნავს ჩვენი გერბი.
როდესაც დროშას ვაფრიალებდი, ტყვიაგაუმტარ ჟილეტში ჩაცმული დაცვის თანამშრომელი მომიახლოვდა. როგორც შემდეგ გავიგე, ის მატჩის უსაფრთხოების ერთ-ერთი მენეჯერი იყო.
ის ემოციურად უხსნიდა რაღაცას გარშემომყოფებს ფრანგულად. ვკითხე: “რა ხდება?” რაზეც მშვიდად მიპასუხა: “ძვირფასო, ერთი წუთით მაცადეთ”. სწორედ იმ წამს განსაკუთრებული მადლიერება ვიგრძენი. მან, როგორც ჩანს, კამერებზე შენიშნა ეს სიტუაცია და გადაწყვიტა ჩარეულიყო.
აღმოჩნდა, რომ ის უკრაინელი იყო, თუმცა პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. ამით მივხვდი რომ ის დახმარებას ცდილობდა. ოფიციალურ პირებთან მისი გულმხურვალე საუბრის შემდეგ ფეხბურთის ყურება გავაგრძელე.
მისი ჩარევის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, თუმცა დაძაბულობა მალევე განახლდა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ კიდევ ერთი დაცვის თანამშრომელი მოვიდა და მთხოვა დროშის ჩამოხსნა. უარი ვუთხარი. მალევე ისევ ის უკრაინელი მოვიდა და სიტუაცია მოაგვარა.
შემდეგ უკვე მთელი დელეგაცია მოვიდა ტრიბუნაზე, ერთ-ერთი მათგანი კი “სმოკინგში” იყო. როდესაც ჩემი თანამემამულე ცდილობდა მათთვის დროშის მნიშვნელობის ახსნას, მათ შორის ერთმა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
უკრაინელი უსაფრთხოების ოფიცერი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ პსჟ-ის ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვდა დროშის ჩამოხსნას. მის თვალებში მათ მიმართ ზიზღი ნათლად ჩანდა, მაგრამ ის სამსახურში იყო და ყველაფერს ვიგებდი.
მე მას ვუთხარი, რომ სამხედრო ვარ და ვკითხე, ესმოდა თუ არა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. მან მიპასუხა: “დიახ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა”. ავდექი და მოვიხსენი პსჟ-ის შარფი.
ერთ-ერთ მცველს აშკარად სურდა, რომ უკრაინის დროშაც ჩამომეხსნა. ტრიბუნიდან რომ გამოვდიოდი, პსჟ-ის შარფი მას გადავუგდე და ვუთხარი: “გაჩუქე” – მისი შეშინებული მზერა კი ყველაზე ძვირფასი იყო.
უკრაინელები არასოდეს ნებდებიან. სტადიონი შესვენებამდე დავტოვე. მტკივნეული იყო იმის შეგრძნება, რომ ილია ზაბარნი, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი, მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მაყურებლის ნაწილს თითქოს პირველად ესმოდა უკრაინის შესახებ. ომზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ”, – ჰყვება სამხედრო.
· aburjga-ს იქნებ მშობელი დედა ს დროშისა და ჰიმნის ისტორიაც მოგვიყვე. საიუზის ჰიმნს რომ უკრავენ ყოველ დილით 5 საათზე, ხომ უსმენ სმირნაზე გაჭიმული? )))
· ტიტე ეს ჩვენ გვარწმუნებენ ვიღაც-ვიღაცეები რომ საქართველო ქართველებზე უფრო ფრანგებს, ინგლისელებს, გერმანელებს, ლიეტუველებს, ლატვიელებს, ესტონელებს და ა.შ უყვართ (უკრაინელებსაც ასე არწმუნებენ, თუმცა არც საღად მოაზროვნე ქართველს და არც უკრაინელს ეს არ სჯერა), ეს ხალხი გვარწმუნებდა რომ 30 წლის განმავლობაში მარცხნივ უნდა გვეთხარა გვირაბი ნატოსკენ (სიტყვა თხრა პრეზიდენტყოფილს უყვარს), რომელიც სინამდვილეში მარჯვნივ იყო და ზებუ შემოჰკრავდა ზარს (მეტი არ გვეტკინა არაფერი მანამდე ჩვენ და საქართველოს) გამარჯვებისას და ნატოს კარების გაღების ნიშნად. როგორ მიკვირს კიდევ რომ ვერ ხვდება ბევრი. ისე არ გამიკვირდება საფრანგეთში ამას სპეციალურად რომ აკეთებდნენ, რადგან ბატონ მაკრონს, რომელიც ვენებს იჭრის ლიბერალიზმის (სინამდვილეში ფსევდოლიბერალიზმის ანუ ლიბერალური ფაშიზმის) იდეის მსოფლიოში გასავრცელებლად ფრანგი მოსახლეობის 16%-იც არ უჭერს მხარს და სხვა ქვეყნებს „ნოტაციებს“ უკითხავს დემოკრატიის არსზე, სწორედ ეს გამწარებული „თეთრი“ ფრანგები არიან ალბათ პროტესტის გრძნობა რომ უჩნდებათ. განა უკრაინა ან მისი სიმბოლიკა რაიმე შუაშია ამ შემთხვევაში, უბრალოდ იმხელა ზიზღი აქვთ ფრანგული პოლიტიკის ხალხს, ცდილობენ ყველაფერს შეეწინააღმდეგონ რაც მათ მხარდაჭერასთან იგივდება.
· უფროსი სამწუხაროდ, უკრაინა ტელეგრამიზებულია. ყველა უკრაინელ პოლიტიკოსს, ჟურნალისტსა და სამხედრო ლიდერს აქვს Telegram-არხი. და თუ რომელიმე უკრაინული გამოცემა აქვეყნებს ყალბ მოთხრობას (FSB-ს პროვოკაციას) Telegram-ის რომელიმე არხიდან, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავიჯეროთ.
· aburjga შეხედეთ შვედეთის დროშას და უკრაინის დროშას! მსგავსებას დააკვირდით. ამ დროშას მაშინ დაედო სათავე, როცა მაზეპამ მის მფარველს და მეგობარს უღალატა და ომში მიემხრო შვედეთის მეფე კარლXII-ს. როცა მაზეპას ბრძოლის ველზე უნდა მიეყვანა შეპირებული მგონი 10 ათასი მეომარი და 500 კაცით მივიდა, კარლმა ჰკითხა თქვენი საბრძოლო ალამი-დროშა სადააო?! და რადგან სხვა არ იყო ჩამოუხია თავის დროშაზე პატარა ნაჭერი და გადასცა მომავალ უკრაინელებს!
· ჯელა მრავლისმეტყველი სტატიაა.შემდეგ ჯერზე ტურგენევის მუმუ ან ძმები გრიმების 12 ყვავი მოგვიყევით
· შიო “Telegram” ვისი არხია, რა შუაშია. ინფორმაცია უკრაინულ სპორტულ საიტ Sport24.ua-ზე გამოქვეყნდა. უკრაინის დროშა საფრანგეთში ბევრმა საერთოდ არ იცის. ან რატომ უნდა იცოდეს?
· ლევანი უკრაინის დროშა კი არა, უკრაინა სად არის მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის.
· unagi მერე ეგეთი ცვედანი ქვეყანა, პატარა ბავშვივით ჭკუას რომ გასწავლის და შენი ქვეყნის დაჩაგვრას ცდილობს არ გიტყდება? თუ დემოკრატია ყველაფერს აიტანს? ერთი თუ დაგაგდეს მუხლებზე მერე აღარც წამოგაყენებენ!!
· ლექსო უცნაური ის არის, ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, მათი პრობლემები ყველას უნდა აინტერესებდეს და გაიზიაროს. დასავლეთ ევროპასა და მთელ ამერიკის კონტინეტზე რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას ისე უყურებენ, როგორც ჩვენ ინდოეთ-სას და ასე ვთქვათ, აბსოლუტური უმრავლესობა მინიმალურ ინფორმაციასაც არ ფლობს.
· უფროსი ტელეგრამი არის რუსული რესურსი. მისი შემქმნელი, ამხანაგი დუროვი, არის ფსბ-ს პოლკოვნიკი. ამ პლატფორმაზე ძალიან ბევრი არხი ისეთ ცრუ ისტორიებს აქვეყნებს, რომელიც მოეწონება უკრაინელებსა და ქართველებს. ასე ცდილობენ ფსბ-ს პროვოკატორები თქვენს მოზიდვას Telegram-ში.
· სტატუს ქუო ევროპელები და განსაკუთრებით ფრანგები ცვედანები არიან.მათ უკვე დაუთმეს სამშობლო არაბებს და ზანგებს.ახია მათზე.
· დიმიტრი დაახლოებით 5-6 წლის წინ იგივე შემემთხვა იტალიაში, საქართველოს დროშა არ შემატანინეს, უფრო სწორად მომთხოვეს მისი ზურგჩანთაში შენახვა, ძალიან დავიძაბე, მაგრამ უსაფრთხოების მოთხოვნა სხვანაირად მუშაობს, ასობით სტიუარდი მუშაობს სტადიონზე და მათ გარკვეული დავალება აქვთ, სიმართლე გითხრათ რა კონკრეტულად მოთხოვნა აქვთ არ ვიცი, მაგრამ ხშირია შემთხვევა როდესაც ან არ-აღიარებული “სახელმწიფოების” დროშებს აფრიალებენ, ან სეპარატისტული სახელმწიფოს დროშებს აფრიალებენ, ხან კიდევ რაღაც მსგავსით უნდათ ყურადღების მიქცევა, ამიტომ სტადიონის ადმინისტრაცია თავს იზღვევს როგორც ფინანსური ჯარიმისგან, ასევე შესაძლო დაძაბულობისგან, მახსოვს იყო შემთხვევა ალბანეთში სტადიონზე მატჩის დაწყებამდე კოსოვოს დროშა დრონით მიიტანეს თუ რაღაც მსგავსი იყო, რასაც სერიოზული სკანდალი მოყვა. ჩემთვის დროშა რომ ჩამოერთმიათ გადაწყვეტილი მქონდა სტადიონზე არ შევსულიყავი, ევროკავშირის ქვეყნების, ასევე , კანადა, ბრაზილია და მსგავსი დროშები ძირითადად იციან და პრობლემას არ ქმნიან, სხვებზე არის ხოლმე ასეთი გაუგებრობა, დაცვის ყველა თანამშრომელი ამაში ვერ ერკვევა და როდესაც უფრო მაღალი დონე ერთვება თავის თანაშრომელს მხარს უჭერენ ხოლმე. შეიძლება იფიქრეს, რომ უკრაინის დროშას შესაძლოა რუს გულშემატკივრებთან რამე დაძაბულობა და ამ ამბავს მეტი ესკალაციაც მოყოლოდა, სავარაუდოდ ეს მიზეზი იყო და არ მგონია ვინმე უკრაინის წინააღმდეგ იყოს. საერთოდ სისულელეა თითქოს არავინ იცის უკრაინა რუსეთთან ომში რომ არის, უბრალოდ მათ მატჩების უსაფრთხოდ ჩატარება უნდათ, არავის უნდა სტადიონზე დაძაბულობა და ზედმეტი არეულობა
სუდაკოვი, რომლის შეძენა “ნაპოლის” სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
“რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?” – ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
“ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს” – ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
Le Parisien: ლუის ენრიკემ ზაბარნისთან დაკავშირებით ახალი გეგმა დასახა