ტეხასელმა მამაკაცმა ოთხი ადამიანის მკვლელობის დანაშაული აღიარა, მათ შორის იყო მისი ყოფილი შეყვარებულის მამა. ჯერემი რაშაუდ ჰარისი დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს.
ჯერემიმ მცირე დროში 4 ადამიანს სასიკვდილოდ ესროლა. ერთ-ერთი მათგანი იყო 19 წლის რობერტ ჯადენ ურეა.
2020 წლის 31 ოქტომბერს, რობერტ ჯადენ ურეა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს შუა ქუჩაში. 19 წლის იურისტი სტუდენტი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ჰელოუინის წვეულებიდან იყო გამოსული და უბერს ელოდა.
გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ კაცი ისე „ნადირობდა“ მსხვერპლზე, „თითქოს ისინი ადამიანები არ ყოფილიყვნენ“.
ორი კვირის შემდეგ, 14 ნოემბერს, ადამ გოტრო დაცხრილეს სახელმწიფოთაშორის გზაზე. ერთ საათზე ნაკლებ დროში, კაცმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლა.
ამის შემდეგ, 18 ნოემბერს, ჯერემიმ მოკლა თავისი ყოფილი შეყვარებულის მამა, 60 წლის ბლერ კარტერი და სახლს ცეცხლი წაუკიდა. ოფიცრებმა მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს.
ერთ-ერთი მოკლულის დედა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერემისთან შეხვედრის ეშინოდა, მან „შვილის მკვლელს თვალებში ჩახედა“.
რატომ ქორწინდებიან კაცები ქალებზე, რომლებიც არ უყვართ – ფსიქოლოგის განმარტება
„შენი ტელეფონიდან გქონდა ნალაპარაკევი ფრანგ ქალთან, კარგი ბოტასები მაქვსო…“ – კაბუ საფრანგეთში დაკავების ისტორიას იხსენებს
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს