თითქმის 8 თვე გავიდა დან და არანაირი მტკიცებულება არავის წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ სად, რა და ვინ დაარღვია, მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირების დონეზე არის საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა

თითქმის 8 თვე გავიდა დან და არანაირი მტკიცებულება არავის წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ სად, რა და ვინ დაარღვია, მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირების დონეზე არის საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა
მუდმივ რეჟიმში იმის მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, რეალურად აზიანებს საარჩევნო გარემოს, – განაცხადა ს თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას.
გიორგი კალანდარიშვილი გამოეხმაურა სხვადასხვა პოლიტიკური პირისა თუ ორგანიზაციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ეუთოს რეზოლუცია და დასკვნა არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს.
„თითქმის 8 თვე გავიდა არჩევნებიდან და არანაირი მტკიცებულება არავის წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ სად დაირღვა, რა დაირღვა, როგორ დაირღვა, ვინ დაარღვია და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არის ძალიან მძიმე ბრალდება და იმ ფონზე, როდესაც არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც არავის არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირების დონეზე ხდება, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად შეურიგებლები ვიქნებით. ჩვენთვის, როგორც არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემო დავიცვათ კომპეტენციის ფარგლებში, რათა ამ ყველაფერმა არ დააზიანოს არჩევნების ნდობა, ლეგიტიმაციის ხარისხი და ასე შემდეგ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა