თითქმის ერთი წელია, ველოდებით, რომ რაღაც შეიცვლება პარტიაში და მწყობრში ჩადგება, მაგრამ, ხაბეიშვილის ხელში, ეს არასდროს მოხდება – დღემდე ანგრევს პარტიას – ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე

თბილისთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ რეგიონებშიც. ზუგდიდი, ხობი, , ქუთაისი, ჭიათურა, ამბროლაური, ახალციხე, კასპი და მცხეთა – ამ ქალაქებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისა და, პარტიის დაშლის გამო, პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.
მოძრაობის წარმომადგენლები ფოთიდან ამბობენ, რომ ხაბეიშვილს, ბოლო ათი თვის განმავლობაში, პარტიის ნგრევის გარდა, არაფერი გაუკეთებია და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს.
“თითქმის ერთი წელია, ველოდებით, რომ რაღაც შეიცვლება პარტიაში და მწყობრში ჩადგება, მაგრამ, ხაბეიშვილის ხელში, ეს არასდროს მოხდება. სანამ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, უხვი დაპირებები გასცა. ყველა გაყარა პოლიტსაბჭოდან და თავისებურად, დღემდე ანგრევს პარტიას. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ამიტომ, მოვთხოვეთ მას, რომ მთელი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე და გადადგეს,” – აცხადებს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს