თითო საექსპორტო ავტომობილის ღირებულებამ 2025 წელს მან 24,000 დოლარს გადააჭარბა. რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება 3-ჯერ გაიზარდა – IDFI

თითო საექსპორტო ავტომობილის ღირებულებამ 2025 წელს მან 24,000 დოლარს გადააჭარბა. რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება 3-ჯერ გაიზარდა – IDFI
საქართველოდან რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება ბოლო წლებში დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. თუკი 2021 წელს თითო საექსპორტო ავტომობილის ღირებულება 7,600 დოლარის ფარგლებში იყო, 2025 წელს მან 24,000 დოლარს გადააჭარბა, რაც მიანიშნებს რომ ქვეყნიდან რეექსპორტზე მაღალი საფასო კატეგორიის ავტომობილები გადის. – აღნიშნულია IDFI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლითაც ორგანიზაციამ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შეისწავლა.
ორგანიზაცია აქვეყნებს მონაცემებს, სადაც ნაჩვენებია წლების მიხედვით საქართველოდან საექსპორტოდ გასული ავტომობილების საშუალო ღირებულება. რაც ასე გამოიყურება:
· 2021 წელი – 7 652 დოლარი.
· 2022 წელი – 9 232 აშშ დოლარი;
· 2023 წელი – 19 425 აშშ დოლარი;
· 2024 წელი – 20 138 აშშ დოლარი;
· 2025 წელი – 24 777 აშშ დოლარი:
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მლრდ. დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ია; 2021 წლიდან დღემდე საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 493%-ით გაიზარდა.