„საქართველოს ბანკი“ აქციონერებზე შუალედურ დივიდენდს გასცემს. საკითხზე აქციონერები 17 სექტემბერს იმსჯელებენ.
მენეჯმენტის შეთავაზებაა შუალედური დივიდენდის სახით, 6 თვის მოგებიდან (721.15 მლნ ლარი), 241.29 მლნ ლარი განაწილდეს, რაც თითო აქციაზე 8.62 ლარის გადახდას გულისხმობს.
თუკი აქციონერთა კრება საკითხს მხარს დაუჭერს, დივიდენდის გადახდა 23 სექტემბერს მოხდება.
აღსანიშნავია, რომ 7 თვის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ წმინდა მოგებამ 853.9 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. ამ დროისათვის „საქართველოს ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4.5 ფუნტად ივაჭრება, საბანკო ჯგუფის კაპიტალიზაცია 2 მლრდ ფუნტს აღემატება.
bm.ge
